ბათუმის ცენტრალურ პარკში მოსახლეობა გარეგანათების ბოძებზე ღია სადენების დალუქვას ითხოვს (ვიდეო)

611

ბათუმის ცენტრალურ პარკში მოსახლეობა გარეგანათების ბოძებზე ღია სადენების დალუქვას ითხოვს, მათი თქმით, რამდენიმე თვეა ბოძებზე მავთულები ღია მდგომარეობაშია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბათუმის მერიაში კი ამტკიცებენ, რომ მონიტორინგს ახორციელებენ და კვირაში 3-ჯერ მაინც ლუქავენ ღია სადენებს. კითხვაზე, ბოლოს როდის დალუქეს სადენები,  სულხან ევგენიძის ინფორმაციით გასულ კვირას. მისივე მტკიცებით, ბოძებზე ლუქებს მოქალაქეები ხსნიან და ტელეფონის დასამუხტად იყენებენ.