ვაკის რაიონის სხვადასხვა მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. კერძოდ, როგორც გამგეობაში აცხადებენ, წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია აბაშიძის N31-ში და კავსაძის N4-ში მიმდინარეობს, აბაშიძის N3-ში კი სადარბაზოს რემონტი დასრულდა, ხოლო კეკელიძის N25-ში ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. "საერთო ქონების განახლების მიზნით, რაიონში უკვე 59 პროექტი განხორციელდა. კერძოდ, განახლდა 16 ლიფტი, რვა სადარბაზო გარემონტდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 სახურავს და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები, ასევე,...
გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომლის ასაყვანად გამონაკლისის დაშვებას სთხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "2018 წლის მაისის თვეში გორის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა სოციალური საცხოვრისი. მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს დაევალა აღნიშნულ შენობაში უსახლკარო და თავშესაფრის არქმონე პირთა შესახლება, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ თავშესაფრის მაძიებელთა ბაზაში. საკითხის შესწავლისას გამოირკვა, რომ შენობაში უკანონოდ არიან შეჭრილი მოქალაქეები, რამაც წარმოშვა პრობლემები სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა...
წინა სტატია ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან და ვიცემერთან გია გულორდავასთან ერთად დაკავებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქლაქო სასამართლომ რამდენიმე საათის წინ მიიღო. თენგიზ ქობალია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, 10 000-ლარიანი გირაოს, ხუტა ბაღათურია, რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის...
ქუთაისში სავაჭრო ცენტრის "ოაზისი" თანამშრომლები აქციას მართავენ. მოვაჭრეები ახალ რეგულაციებს და სალარო აპარატების შეძენის მოთხოვნას აპროტესტებენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი ყველა გადასახადს იხდიან და სალარო აპარატის შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. "ისედაც ცუდი მუშაობაა, არავინ დადის ბაზარში და კიდევ ახალი რეგულაცია მძიმე ტვირთია ჩვენთვის. ვიხდით ყველა გადასახადს და სალარო აპარატს ვერ შევიძენთ. მიგვიწევს მუშაობის შეწყვეტა. მოვითხოვთ, გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება, თორემ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ფეხით სავალი ბილიკების რეაბილიტაციის პარალელურად, ქუჩაზე მუშაობას წყალმომარაგების კომპანია იწყებს, რომელიც მაგისტრალურ თუჯის მილებს დაამონტაჟებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "ხვალიდან რუსთაველის ქუჩაზე მუშაობას იწყებს წყალმომარაგების კომპანია. პარალელურად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოწყობა. გზის სრული რეაბილიტაცია რუსთაველის ხიდიდან, კიკვიძის ძეგლამდე მოხდება"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3.7 მლნ ლარი...
წინა სტატია გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და 4-ის მშენებლობა იგეგმება. კერძოდ, ახალი საბავშვო ბაღები ანწუხელიძის ქუჩაზე, სადგურის დასახლებაში, ერგნეთსა და მეჯვრისხევში აშენდება. ხოლო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ გორის 10 საბავშვო ბაღს, დანარჩენი 20 ბაღის რეაბილიტაცია კი მუნიციპალიტეტის სოფლებში იგეგმება. https://www.facebook.com/CityHallofGori/photos/ms.c.eJxNj9uNAwEIAzs68TLg~;huLDrJsfkfGHkyjmcGGdgLxZwsQDSVdD6Q23NK~;AP5~;w458gNZ0OA5gQb0dA5gvmBXjA7IGaN~;KzGrfrMmW2gFMgqdeMqbxlCJWTE4sYsGsMJwA1CkcU6oFtSHeP6VrKlcqOitnGrXqcqDXw~_~_54ibufdp4pLxgTqw~_kQhTcw~-~-.bps.a.2148964491853270/2149124918503894/?type=3&theater ამასთან, ცნობილია, რომ სკოლების რეაბილიტაციისთვის გორის მერიამ 2 მილიონამდე ლარი...
გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2019 წელს გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის, ხოლო სოფელ ტინდისხიდში ამბულატორიის მშენებლობა იგეგმება, ამასთან, მისი თქმით, დაგეგმილია 13 ამბულატორიის რეაბილიტაციაც. კერძოდ, ამბულატორიების რეაბილიტაცია სოფელ ქვახვრელში, ბერბუკში, ფხვენისში, ზერტში, ვარიანში, ახალდაბაში, საქაშეთში, ატენში, ხელთუბანში, ძევერაში, დიცში, ზეღდულეთსა და ხიდისთავშია დაგეგმილი. 13 ამბულატორიის რეაბილიტაციისთვის 260 ათასი ლარია გათვალისწინებული. ხოლო სოფელ ტინდისხიდში ამბულატორიის...
დღეს გორის საკრებულოს კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გორში ორ ქუჩას სახელი შეეცვლება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის თქმით, შინდისის გზატკეცილს შინდისის გმირების ქუჩა, ხოლო ნავთსადენისას - მგალობლიშვილის ქუჩა დაერქმევა. "შემოსული იყო ინიცირება, შინდისის გზატკეცილს დაერქვას შინდისის გმირების გზატკეცილი და სადგურის დასახლებაში, ნავთსადენის ქუჩას მგალობლიშვილის ქუჩა. სამთავრობო კომისიისგან მოვიდა პასუხი, რომ გაგზავნილი დოკუმენტაცია არის წარდგენილი კანონის ფარგლებში და მოგვცეს...
გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მერია 2019 წელს 4 სოფელში სასმელი წყლის სისტემას მოაწყობს. მერის თქმით, მიმდინარე წელს სისტემების მოწყობა-რებილიტაცია  სოფელ ზეღდულეთში, ყელქცეულში, ნადარბაზევსა და ვარიანის მეურნეობაში იგეგმება. აღნიშნული სამუშაოებისთვის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, 1.6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2019 წელს გორში 10 ქუჩის, ხოლო მუნიციპალიტეტში 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია იგეგმება. მისი თქმით, საერთო ჯამში გორის მერია 2019 წელს 24.1 კილომეტრის გზას დააგებს. "დაგეგმილია გორში 10 ქუჩის, ხოლო მუნიციპალიტეტში 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია, რისთვისაც ჯამში 14 158 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები დაიწყება სუხიშვილის, კახნიაშვილის, გორგასლის, ბარნოვის, ქუთაისის, გორიჯვრის,...
გორის მერიამ სკოლების რეაბილიტაციისთვის 1 770 000 ლარი გამოყო. როგორც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტში 23 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება. კერძოდ, მისი თქმით, გორში რვა სკოლა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტში ჩვიდმეტი სკოლა გარემონტდება. "მოგეხსენებათ, რომ ცვლილებების შემდეგ, სკოლების მოვლა-პატრონობა გაანთლების სამინისტროს ნაცვლად, ადგილობრივ ხელისუფლებას დაეკისრა. ჩვენ მიმდინარე წელს ვაპირებთ 25 საჯარო...
ქედის მერია ცხრა ჩანჩქერთან მისასვლელი გზის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციას შეადგენს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. კერძოდ, ინფრასტრუქტურის მოწყობა დაგეგმილია სილიბაურის, გუნდაურის, ჭალათის, აგოთას, ქვედა ბზუბზუს, ძენწმანის, წონიარისის, ნამონასტრევისა და ზესოფლის ჩანჩქერების მიმდებარედ. სამუშაოების ფარგლებში, რომლისთვისაც 200 ათასი ლარია გათვალისწინებული მისასვლელი გზებისა, ბილიკების, გარეგანათებისა და დასასვენებელი ადგილების მოწყობა იგეგმება. https://www.youtube.com/watch?v=E0JcQygXkfI
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან კოჭლოშვილის განმარტებით, ცვლილების შედეგად შეიქმნა სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების პროდუქტების დაფინანსების ქვეპროგრამა, რომლითაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით, 32 ბენეფიციარი ისარგებლებს. "აღნიშნულ სოციალურ პროგრამას ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტო, მაგრამ ჩვილ ბავშვთა ოჯახებს კვების მომლოდინეთა სიაში ყოფნა უწევთ 2-3...
2019–2020 წლებში, სამცხე–ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები აშენდება. რეგიონის მასშტაბით, ყველა მოქმედ ამბულატორიას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ორი წლის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები ასპინძაში, ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში აშენდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ყველა მოქმედ ამბულატორიას. იგეგმება ახალი ამბულატორიების აშენებაც, თუმცა რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი შენობა აშენდება ამ ეტაპზე უცნობია. "საჭიროებიდან გამომდინარე...
ძლიერმა ქარმა წყალტუბოს ორ სოფელში - ქვილოშორში და რიონში სკოლებს სახურავი გადახადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც წყალტუბოს საგანმანთლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, რადგან საკლასო ოთხების მხარეს სახურავი დაზიანებული არაა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს საფრთხეს არ უქმნის. შეგახსენებთ, რომ იმერეთში მეორე დღეა ძლიერი ქარია, რის გამოც არა ერთი ობიექტი დაზიანდა, მათ შორის, მოგლეჯილია ხეები.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, სახელმწიფო პროექტის "დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კოოპერატივმა "დოესმა“ ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გააშენა. როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დოესის ბაღი პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 20 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 97,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 40 000 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 57 000 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. კოოპერატივი დოესი კიდევ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ