გორში ორ ქუჩას სახელი შეეცვლება

1043

დღეს გორის საკრებულოს კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გორში ორ ქუჩას სახელი შეეცვლება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის თქმით, შინდისის გზატკეცილს შინდისის გმირების ქუჩა, ხოლო ნავთსადენისას – მგალობლიშვილის ქუჩა დაერქმევა.

“შემოსული იყო ინიცირება, შინდისის გზატკეცილს დაერქვას შინდისის გმირების გზატკეცილი და სადგურის დასახლებაში, ნავთსადენის ქუჩას მგალობლიშვილის ქუჩა. სამთავრობო კომისიისგან მოვიდა პასუხი, რომ გაგზავნილი დოკუმენტაცია არის წარდგენილი კანონის ფარგლებში და მოგვცეს დასტური“, – აღნიშნა საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ზაზა ნასყიდაშვილმა.

როგორც კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, ამ საკითხს დეპუტატები მომავალ საკრებულოს სესიაზე უყრიან კენჭს.