ქედის მერია ცხრა ჩანჩქერთან მისასვლელი გზის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციას შეადგენს (ვიდეო)

1091

ქედის მერია ცხრა ჩანჩქერთან მისასვლელი გზის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციას შეადგენს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

კერძოდ, ინფრასტრუქტურის მოწყობა დაგეგმილია სილიბაურის, გუნდაურის, ჭალათის, აგოთას, ქვედა ბზუბზუს, ძენწმანის, წონიარისის, ნამონასტრევისა და ზესოფლის ჩანჩქერების მიმდებარედ.

სამუშაოების ფარგლებში, რომლისთვისაც 200 ათასი ლარია გათვალისწინებული მისასვლელი გზებისა, ბილიკების, გარეგანათებისა და დასასვენებელი ადგილების მოწყობა იგეგმება.