გორის 4 სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება

706
თბილისი gwp

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მერია 2019 წელს 4 სოფელში სასმელი წყლის სისტემას მოაწყობს.

მერის თქმით, მიმდინარე წელს სისტემების მოწყობა-რებილიტაცია  სოფელ ზეღდულეთში, ყელქცეულში, ნადარბაზევსა და ვარიანის მეურნეობაში იგეგმება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, 1.6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.