გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2019 წელს გორში 10 ქუჩის, ხოლო მუნიციპალიტეტში 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია იგეგმება. მისი თქმით, საერთო ჯამში გორის მერია 2019 წელს 24.1 კილომეტრის გზას დააგებს.
“დაგეგმილია გორში 10 ქუჩის, ხოლო მუნიციპალიტეტში 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია, რისთვისაც ჯამში 14 158 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები დაიწყება სუხიშვილის, კახნიაშვილის, გორგასლის, ბარნოვის, ქუთაისის, გორიჯვრის, ბუხაიძის, შიო მღვიმელის, ყიფიანის და კოსტავას ქუჩებზე”, – განაცხადა თვაზარაშვილმა.