თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.
საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან კოჭლოშვილის განმარტებით, ცვლილების შედეგად შეიქმნა სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების პროდუქტების დაფინანსების ქვეპროგრამა, რომლითაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით, 32 ბენეფიციარი ისარგებლებს.
“აღნიშნულ სოციალურ პროგრამას ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტო, მაგრამ ჩვილ ბავშვთა ოჯახებს კვების მომლოდინეთა სიაში ყოფნა უწევთ 2-3 თვის მანძილზე. აქედან გამომდინარე აღნიშნული მომსახურების შევსება მოწყვლადი ოჯახების ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. მერიის მიერ ინიცირებული პროექტი ჩვენ განვიხილეთ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე. საკრებულომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა“, – ლევან კოჭლოშვილმა.
სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების დაფინანსების ქვეპროგრამა შეიქმნა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ…
Posted by თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო on პარასკევი, 29 მარტი, 2019