ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე 2 აპრილიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

1031

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ფეხით სავალი ბილიკების რეაბილიტაციის პარალელურად, ქუჩაზე მუშაობას წყალმომარაგების კომპანია იწყებს, რომელიც მაგისტრალურ თუჯის მილებს დაამონტაჟებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ხვალიდან რუსთაველის ქუჩაზე მუშაობას იწყებს წყალმომარაგების კომპანია. პარალელურად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოწყობა. გზის სრული რეაბილიტაცია რუსთაველის ხიდიდან, კიკვიძის ძეგლამდე მოხდება”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3.7 მლნ ლარი გამოყო. სამუშაოებს შპს “ორიენტირი” ახორციელებს.

გზის საფარის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.