გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და 4-ის მშენებლობა იგეგმება.
კერძოდ, ახალი საბავშვო ბაღები ანწუხელიძის ქუჩაზე, სადგურის დასახლებაში, ერგნეთსა და მეჯვრისხევში აშენდება.
ხოლო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ გორის 10 საბავშვო ბაღს, დანარჩენი 20 ბაღის რეაბილიტაცია კი მუნიციპალიტეტის სოფლებში იგეგმება.
ამასთან, ცნობილია, რომ სკოლების რეაბილიტაციისთვის გორის მერიამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო.