გორის მერიამ სკოლების რეაბილიტაციისთვის 1 770 000 ლარი გამოყო. როგორც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტში 23 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება. კერძოდ, მისი თქმით, გორში რვა სკოლა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტში ჩვიდმეტი სკოლა გარემონტდება.
“მოგეხსენებათ, რომ ცვლილებების შემდეგ, სკოლების მოვლა-პატრონობა გაანთლების სამინისტროს ნაცვლად, ადგილობრივ ხელისუფლებას დაეკისრა. ჩვენ მიმდინარე წელს ვაპირებთ 25 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციას”, – აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.