გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2019 წელს გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის, ხოლო სოფელ ტინდისხიდში ამბულატორიის მშენებლობა იგეგმება, ამასთან, მისი თქმით, დაგეგმილია 13 ამბულატორიის რეაბილიტაციაც.
კერძოდ, ამბულატორიების რეაბილიტაცია სოფელ ქვახვრელში, ბერბუკში, ფხვენისში, ზერტში, ვარიანში, ახალდაბაში, საქაშეთში, ატენში, ხელთუბანში, ძევერაში, დიცში, ზეღდულეთსა და ხიდისთავშია დაგეგმილი. 13 ამბულატორიის რეაბილიტაციისთვის 260 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ხოლო სოფელ ტინდისხიდში ამბულატორიის მშენებლობისთვის 6 000 ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობას აქ სამუშაოებისთვის 430 945 ლარია გათვალისწინებული.
ანგარიში 17 თვის განმავლობაში გაწეული მუშაოებისა და 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.
Posted by გორის მუნიციპალიტეტის მერია on პარასკევი, 29 მარტი, 2019
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.