მარნეულის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 5 პროექტი 2 439 544 ლარით დაუფინანსდა

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მარნეულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 2 439 544 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ მარნეულში მონუმენტური ძეგლის “კიდევაც დაიზრდებიანის” მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას (II ეტაპი) 241 720,  სოფელ I ქესალოში მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრ სამუშაოებს კი 1 170 000 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, სასმელი წყლის რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებისთვის სოფელ სადახლოში 394 535, ხოლო სოფელ აღმამედლოში 213 289 ლარი გამოიყო.

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ულაშლოში შიდა ქსელისა და რეზერვუარის მოწყობა 420 000 ლარით დაფინანსდა.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 552 099 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან რუსთავის, წალკის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

მსგავსი სიახლეები
მთავარი შეთანხმება, რაც სამივე მხარეს შორის მიღწეულია, ის არის, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი
სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ ავტორი: ელისო ჯანაშია ფოთის წყალარინების სისტემას საბოლოოდ მაინც ის ევროპული და
რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე,
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს რეგიონებში და მათ შორის, ქვემო ქართლშიც პროექტები გაზრდილი ბიუჯეტით ფინანსდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაცია 2021 წლის მარტში დასრულდება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან დაფინანსებულ  210  პროექტზე ამ დროისთვის სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს. საერთო ჯამში
საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ევროპის რეკონსტრუქციისა
ახალქალაქის ციხის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. მანამდე კი ტერიტორია შემოიღობება და არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება. ინფორმაციას
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება, მას შემდეგ, რაც საკრებულოებმა ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წელს პირველად მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯამში 15 540 000 ლარია
სოციალური კამპანიები არასოდეს არ არის კომფორტული, ის მიმართულია ჩვენს ემოციებზეა, მათ შორის, გონებაზეც, - ამის
წინა სტატია სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბავშვთა
საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
%d bloggers like this: