დედაქალაქს სექტემბერში ერთი ახლადაშენებული საბავშვო ბაღი შეემატება.
ისნის გამგეობის ინფორმაციით, N88 საბავშვო ბაღი აღსაზრდელების პირველ თაობას 15 სექტემბერს მიიღებს.
"230 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩაზე მდებარეობს და ამ უბნისთვის მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აქამდე არასოდეს ყოფილა", - განმარტავენ გამგეობაში.
მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 2 800 000 ლარია.
https://www.facebook.com/DistrictofIsani/posts/pfbid055n53kMMBccMKd3Rjv68TrWEoAAwhRFcrLXV7fk3QWLuEkV1unZw5Rsj9VN5a9cxl
საბურთალოს რაიონში, ბიძინა ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 4 453 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე, ამ დრომდე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდათ. მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ამჟამად, გზის მოწესრიგება ბარათაშვილის ქუჩაზე დავიწყეთ, სადაც წლების განმავლობაში მოსახლეობა გრუნტიან გზაზე გადაადგილდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე კმ-ზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს ხიდზე ლოთონის კოჭების მონტაჟს.
უწყების ინფორმაციით, ამის გამო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 8 სექტემბერს 00:00 სთ-დან 08:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 წუთიანი ინტერვალით ნაწილობრივ შეიზღუდება...
შუახევში თაგინურის მთაზე ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა, ეს არის უფასო თავშესაფრები, სადაც მოგზაურებს დასვენების საშუალება ექნებათ. ოთხი თავშესაფრის მოწყობისთვის ტურიზმის დეპარტამენტმა 150 ათას ლარამდე დახარჯა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
გიდების ინფორმაციით, ეს მთა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, რის გამოც ტურისტებისთვის საინტერესო მარშრუტია. ახალი ობიექტის პრეზენტაცია ფოლკლორულ ფესტივალ "ჯვარიმინდორობას“ დაამთხვიეს.
ფესტივალი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების კონცერტით, ოფროუდითა და სპორტული შეჯიბრით აღინიშნა.
დღეიდან ხულოს საბაგირო გზით მგზავრობა ადგილობრივებისთვის უფასო, ხოლო ვიზიტორებისთვის 5 ლარი გახდა. მანამდე 20 თეთრი ღირდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ სოფელ თაგოში დასაქმებულები. დასახლებაში სამუშაოდ. ძირითადად, პედაგოგები გადაადგილდებიან. ფასიანი გახდა ტვირთის გადატანაც.
აქამდე მომსახურება ნებისმიერი მგზავრისთვის 20 თეთრი ღირდა. ხულო თაგოს ბაგირგზით მგზავრობას რვა წუთი სჭირდება, ალტერნატიულ, შემოვლით საავტომობილო გზას კი ნახევარი საათი.
ცნობისთვის ბაგირგზის მოვლა-პატრონობა ყოველ წლიურად ხულოს მერიას 98 700...
ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღნიშნულს ზვიად ქარჩავა თავადვე ადასტურებს, თუმცა, სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს. "რადიო ათინათის" ინფორმაციით, ის მუშაობას სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში (DMO) გააგრძელებს.
დაახლოებით, 1 თვის წინ ზვიად ქარჩავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა,რომლის კომენტარებში მას წარმატებებს უსურვებენ და გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ბაღის ადმინისტრაცია მისი სახით კომპეტენტურ კადრს კარგავს. მაშინ...
სოხუმში ახალგაზრდები ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
როგორც "რადიო ათინათი" აფხაზურ გამოცემა "ნუჟნაია გაზეტაზე" დაყრდნობით წერს, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ ქალაქის ქუჩებში შემდეგი შინაარსის პლაკატებით გაიარეს:
"მეგობრობის საფასურს მიწით არ იხდიან", "ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს", "ჩვენ გვჯერა აფხაზეთის", "ჩვენ ვართ მიწების გასხვისების წინააღმდეგი", "აფხაზეთის ტერიტორია ხელშეუხებელი და განუყოფელია". ასევე, იყო მოწოდებები:...
გორის მერიის ა(ა)-იპებში, სახელმწიფო ქონებას პირადი მიზნებისა და შემოსავლებისთვის იყენებენ, -ამის შესახებ “რადიო მოზაიკას” ინფორმაცია წყარომ მიაწოდა.
გორის მერიის კულტურის და ტურიზმის სააგენტოდან, ტურისტულ სეზონზე, ბათუმში წაიღეს მუსიკალური ძვირადღირებული აპარატურა. ტექნიიკის გაქირავებით ფული ბიუჯეტის ნაცვლად, სავარაუდოდ, კონრეტული მაღალჩინოსნების ჯიბეში მიდიოდა. წყაროს ცნობით, კულტურის ცენტრის დირექტორმა აღწერა ჩაატარა და ტენიკის დანაკლისი აღმოაჩინა, მოკვლევის შედეგად კი გაირკვა, რომ აპარატურა საზღვაო კურორტზე იყო...
წინა სტატია
“შვებულება შრომის ნაწილია და ლოგიკურად, უნდა ჰქონდეს ადამიანს ამ პერიოდში სამსახურის მანქანით გადაადგილების უფლება”, – ეს განცხადება გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მერის მოადგლე სამსახურის მანქანით შვებულების დღეებში სარგებლობდა.
“მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ საკანონმდებლო სისტემის სერიოზული კაზუსი იქნება, თუ შვებულებაში მყოფ ადამიანს არ აქვს სამსახურის მანქანით გადაადგილების უფლება. როდესაც ადამიანის სტაჟს ითვლიან,...
გორის მერის მოადგილემ ნიკოლოზ ღვინიაშვილმა შვებულების დღეებში მერიის კუთვნილი მანქანით, ზღვისპირა ქალაქები შემოიარა. “რადიო მოზაიკას” მიაწოდეს ფოტოები, საიდანაც დგინდება, რომ მერიის კუთვნილი ავტომობილი, ქობულეთში, ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზეა გაჩერებეული.
წყაროს ცნობით, ღვინიაშვილი საკურორტო ქალაქში მეგობრებთან ერთად, აგვისტოს თვეში იყო.
“ადამიანის უფლებათა ცენტრში” აცხადებენ, რომ ამ საქმეში სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება და აუცილებელია ფაქტით გამოძიება დაინტერესდეს.
თავად ნიკა ღვინიაშვილი საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს....
გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორს გათავისუფლებულმა თანაშრომელმა სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საუბარია მარინა სურამელზე, რომელსაც სააგენტოში ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.
“დაიწყო სასამართლო პროცესი. ჩემი გათავისუფლების შემდეგ, ეს შტატი გააუქმეს. დეტალებს მოგვიანებით ჩემი ადვოკატი გაგაცნობთ”, – გვითხრა მარინა სურამელმა.
შეგახსენებთ, რომ დირექტორად გიორგი შათირიშვილის დანიშვნის შემდეგ, სააგენტოში რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის დროსაც, მარინა სურამელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
კომპანია „ნანთოს სანძიენ ჯორჯიას“, რომელსაც ახალციხეში 11 404 195 მილიონი ლარის ღირებულების სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი უნდა აეშენებინა–ხელშეკრულება შეუწყდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ კომპანია პროექტის საავანსო ოდენობის თანხით დაჯარიმდა და ხელშეკრულება შეუწყდა. მათივე განმარტებით, ძვირადღირებული პროექტი კვლავ განხორციელდება, რისთვისაც ახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ნანთოს სანძიენ ჯორჯიას“ პროექტის ღირებულების...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე მის ბალანსზე რიცხული შვიდი მანქანა გაიტანა გასაყიდად. ელექტრონული აუქციონის გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მანქანების ნაწილი დაზიანებულია, არ აქვს ტექდათვალიერება გავლილი, ზოგი კი, გაუმართავობის გამო არ დადის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
5 სექტემბრის მონაცემებით, აუქციონზე, ლადას მარკის VAZ-21214–ის მოდელი სამი ავტომობილის საწყისი ფასი 4170, 4200 და 5200 ლარია. VAZ-21213 3150 ლარი ღირს. TOYOTA 4RUNNER–ის საწყისი ფასი 17 709 ლარია. აუქციონზე იყიდება ორი SUZUKI GRAND VITARA. თითოეულის ფასი 11 932 ლარიდან...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი, კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების...
საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“, რომელიც პრემიერმინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.
როგორც დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, აღნიშნული სტრატეგია გრძელვადიან პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც მთავრობის ერთიან ხედვას ასახავს და მდგრადი განვითარების ყველა ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს.
"სტრატეგიის შესაბამისად, მთავრობა 2030 წლისთვის გაატარებს რეფორმებს ისეთი...
თანამედროვე აგრორეგიონის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ევროკავშირისა და UNDP - ის მხარდაჭერით ხორციელდება.
თეთრიწყაროს მინიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით.
,,სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის განვითარების კონცეფცია და რეკომენდაციები შემუშავდა, რომელიც აგრო და აგროტურიზმის მიმართულებით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































