დედაქალაქს სექტემბერში ერთი ახლადაშენებული საბავშვო ბაღი შეემატება

307

დედაქალაქს სექტემბერში ერთი ახლადაშენებული საბავშვო ბაღი შეემატება.

ისნის გამგეობის ინფორმაციით, N88 საბავშვო ბაღი აღსაზრდელების პირველ თაობას 15 სექტემბერს მიიღებს.

“230 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩაზე მდებარეობს და ამ უბნისთვის მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აქამდე არასოდეს ყოფილა”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 2 800 000 ლარია.

https://www.facebook.com/DistrictofIsani/posts/pfbid055n53kMMBccMKd3Rjv68TrWEoAAwhRFcrLXV7fk3QWLuEkV1unZw5Rsj9VN5a9cxl