გორის კულტურის სააგენტოდან მუსიკალური ტექნიკა ბათუმში პირადი სარგებლისთვის გააქირავეს

298

გორის მერიის ა(ა)-იპებში, სახელმწიფო ქონებას პირადი მიზნებისა და შემოსავლებისთვის იყენებენ, -ამის შესახებ “რადიო მოზაიკას” ინფორმაცია წყარომ მიაწოდა.

გორის მერიის კულტურის და ტურიზმის სააგენტოდან, ტურისტულ სეზონზე, ბათუმში წაიღეს მუსიკალური ძვირადღირებული აპარატურა. ტექნიიკის გაქირავებით ფული ბიუჯეტის ნაცვლად, სავარაუდოდ, კონრეტული მაღალჩინოსნების ჯიბეში მიდიოდა. წყაროს ცნობით, კულტურის ცენტრის დირექტორმა აღწერა ჩაატარა და ტენიკის დანაკლისი აღმოაჩინა, მოკვლევის შედეგად კი გაირკვა, რომ აპარატურა საზღვაო კურორტზე იყო წაღებული და გაქირავებული.

“ამის შემდეგ, ქეთევან იარდალაშვილმა უნებართვოდ წაღებულ ტექნიკაზე ე.წ. ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმა, თვეში 300 ლარის ოდენობით. თუმცა, ხელშეკრულება პირდაპირი მნიშვნელობით ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს თავზე გადაახიეს”, – გვიყვება წყარო.

კულტურის ცენტრის დირექტორმა ქეთევან იარდალაშვილმა არ დაასახელა მერიის ის მაღალჩინოსანი, ვინც მის თანამშრომლებს ქირიავნობის ხელშეკრულება თავზე გადაახია და “რადიო მოზაიკას” უთხრა, რომ მუსიკალური აპარატურა არავის არ წაუღია. რეალურად კი, წყაროს ცნობით, დღესაც არ არის აპარატურა კულტურის ცენტრში დაბრუნებული.

ინფორმაციისთვის, კულტურის სააგენტოში, უნებართვოდ გაქირავებულ ძვირადღირებულ აპრატურამდე იყო ბიტკოინების სკანდალი, რაც სააგენტოს ბუღალტერის მიერ ბიუჯეტიდან აზარტულ თამაშებში გაფლანგული ფულით გაგრძელდა. შემდეგ კი ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა დამოუკიდებლიბის დღეს ქრთამი აიღო.