შვებულების პერიოდში ადამიანს სამსახურის მანქანით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეს – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

314

წინა სტატია

“შვებულება შრომის ნაწილია და ლოგიკურად, უნდა ჰქონდეს ადამიანს ამ პერიოდში სამსახურის მანქანით გადაადგილების უფლება”, – ეს განცხადება გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მერის მოადგლე სამსახურის მანქანით შვებულების დღეებში სარგებლობდა. 

“მე  ერთ რამეს ვიტყვი, რომ საკანონმდებლო სისტემის სერიოზული კაზუსი იქნება, თუ შვებულებაში მყოფ ადამიანს არ აქვს სამსახურის მანქანით გადაადგილების უფლება. როდესაც ადამიანის სტაჟს ითვლიან, იქ შვებულების პერიოდს არ აკლებენ, რადგან შვებულების პერიოდი საჭიროა იმ ძალის და ენერგიის აღდგენისთვის, რომელსაც ადამიანი შრომაში ხარჯავს”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ღვიანიაშვილს საკრებულომ ყოველთვიური საწვავის ლიმიტი 500 ლიტრამდე გაუზარდა.