გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორს გათავისუფლებულმა თანაშრომელმა სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საუბარია მარინა სურამელზე, რომელსაც სააგენტოში ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.
“დაიწყო სასამართლო პროცესი. ჩემი გათავისუფლების შემდეგ, ეს შტატი გააუქმეს. დეტალებს მოგვიანებით ჩემი ადვოკატი გაგაცნობთ”, – გვითხრა მარინა სურამელმა.
შეგახსენებთ, რომ დირექტორად გიორგი შათირიშვილის დანიშვნის შემდეგ, სააგენტოში რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის დროსაც, მარინა სურამელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.