დღეიდან ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობა 20 თეთრის ნაცვლად 5 ლარი ეღირება

318

დღეიდან ხულოს საბაგირო გზით  მგზავრობა ადგილობრივებისთვის უფასო, ხოლო ვიზიტორებისთვის 5 ლარი გახდა. მანამდე 20 თეთრი ღირდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით  უფასოდ იმგზავრებენ სოფელ თაგოში დასაქმებულები.  დასახლებაში სამუშაოდ. ძირითადად, პედაგოგები გადაადგილდებიან. ფასიანი გახდა ტვირთის გადატანაც.

აქამდე მომსახურება ნებისმიერი მგზავრისთვის 20  თეთრი ღირდა. ხულო თაგოს  ბაგირგზით მგზავრობას რვა წუთი სჭირდება, ალტერნატიულ, შემოვლით საავტომობილო გზას კი ნახევარი საათი.

ცნობისთვის ბაგირგზის მოვლა-პატრონობა ყოველ წლიურად ხულოს მერიას 98 700 უჯდება.