უფასო თავშესაფრები – თაგინურის მთაზე ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა

377

შუახევში თაგინურის მთაზე ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა, ეს არის უფასო თავშესაფრები, სადაც მოგზაურებს დასვენების საშუალება ექნებათ. ოთხი თავშესაფრის მოწყობისთვის ტურიზმის დეპარტამენტმა 150 ათას ლარამდე დახარჯა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

გიდების ინფორმაციით, ეს მთა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, რის გამოც ტურისტებისთვის საინტერესო მარშრუტია. ახალი ობიექტის პრეზენტაცია ფოლკლორულ ფესტივალ “ჯვარიმინდორობას“ დაამთხვიეს.

ფესტივალი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების კონცერტით, ოფროუდითა და სპორტული შეჯიბრით აღინიშნა.