კომუნალური გადასახადების თემა ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს. „იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა ქულაც 150 ათასზე დაბალია და მოიხმარენ 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას, კილოვატის ღირებულება 3,5 თეთრით ნაკლები იქნება. 200 კილოვატზე მეტის მოხმარების შემთხვევაში, სუბსიდირება გათვალისწინებული აღარ არის. ხოლო, წყალზე წლიურად მათთვის 100-ლარიანი ვაუჩერია გათვალისწინებული. ბუნებრივი აირის გადასახადს სუბსიდირება არ ეხება“,- განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, სიები...
საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას ეტაპობრივად შეწყვეტს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რთველის სუბსიდირებიდან ეტაპობრივ გამოსვლაზე 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, მთავრობა პირველ ნაბიჯებს უკვე მომავალი წლიდან გადადგამს. "ჩვენს 10-წლიან გეგმაში, რომელიც 2030 წელს სრულდება, ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლა ერთ-ერთ მიზნად არის გაწერილი. პირველი ნაბიჯები, რომელსაც მომავალ წელს გადავდგამთ, სუბსიდირების ხარისხთან მიბმა იქნება. ამ სქემაზე მუშაობა მიმდინარეობს და ზუსტი სქემა ალბათ, წელსვე გვექნება,...
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა ზუგდიდის საკრებულოს გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, დოოკუმენტში ასახულია ის ხარვეზები და დარღვევები, რომლებსაც ისინი მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ის, საქმიანობების შესწავლისას გადააწყდნენ. 3 ოქტომბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ 2 ა(ა)იპ-ის, მათ შორის, "ზუგდიდდასუფთავებისა" და "კეთილმოწყობის მართვის ცენტრის", ასევე, შპს...
ზუგდიდის ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ შადრევანს სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დიზაინი შეუცვალეს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. როგორც უწყებაში განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული ესკიზით ის ნაკლებ ადგილს დაიკავებს და მრგვალი ფორმის იქნება, თუმცა, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ რა თანხა დაიხარჯა ობიექტის განახლებისთვის. ცენტრალურ ხეივანში საქართველოს დროშის ფორმის შადრევანი თავდაპირველად 2008 წელს მოეწყო. თანხა მაშინ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფონდიდან გამოიყო. მოგვიანებით, 2014 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. აღნიშნული მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს. სარეაბილიტაციო გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას. პროექტით გათვალისწინებულია გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა, მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და...
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს, სოციალური შემწეობის მიმღებთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. „სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამაზე 80 მლნ ლარია გათვლილი. ეს დაახლოებით 22-23 ათასი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მთავრობა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამის განსახორციელებლად წელს ₾40 მილიონამდე ხარჯავს. სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო და პრემიერმინისტრი ირაკლი...
წინა სტატია მარნეულის მუნიციპალიტეტში მერიის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ქართლი" ატარებს, პროექტის ღირებულება კი 825 900 ლარია. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მოსასვენებელი გამწვანებული სივრცეების შექმნა ბილიკებით, სკამებით, სანაგვე ურნებითა და გარე განათების დეკორატიული ლამპიონებით. შენობის მარცხენა ნაწილში მოეწყობა პარკინგი მუნიციპალიტეტის ვიზიტორთათვის (ადაპტირებული შშმ პირებისთვის), ხოლო, შენობის უკან განთავსდება პარკინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის. ორივე საპარკინგე...
ავტორი: ლილე ქებაძე "კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა" და "ამერიკის სოლიდარობის ცენტრის" ერთობლივი პროექტი - "დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გასაძლიერებლად", რომლის დაფინანსებას უზრუნველყოფს აშშ-ის შრომის დეპარტამენტი, მიზნად ისახავს შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის სოციალური დიალოგის წახალისებას და მოქმედი შრომითი კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობას. შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა...
შემდეგი სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია სოსო მამულაშვილი "ქართული ოცნებიდან" თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარედ მეორე ვადით 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2020 წლის ივნისიდან იკავებს, მანამდე კი, წლების განმავლობაში, თავმჯდომარის მოადგილე იყო  და დეკლარაცია 2018 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 5-ჯერ აქვს შევსებული. მათ შორის, ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია  - 2022 წლის იანვარში. სოსო მამულაშვილს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი....
დიდ დიღომში დავარის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. სამუშაოების შედეგად, 849 მეტრზე სანიაღვრე სისტემა მოეწყო და 7 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ბოლო მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება. გასულ წელს ქუჩის ზედა მონაკვეთი მოასფალტდა, ხოლო, ამჟამად კი, ქუჩის დარჩენილი ნაწილის მოწესრიგება სრულდება. სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.
სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ ბავშვების მუხლებზე დაყენების ამსახველი ფოტო გავრცელდა, მარნეულის საკრებულოს წევრობის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით საკრებულოში განცხადება შეიტანა. რახმან მუსაევი მარნეულის საკრბეულოში პარტია "ქართული ოცნების" პროპორციული სიით იყო შესული. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. როგორც მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ რახმან მუსაევმა საკუთარი დანაშაული გაიაზრა და სკოლასთან ერთად, საკრებულოც...
რევაზ ბარბაქაძის ბლოგი 30 წელია, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია. 30 წელია, მუდმივად მიდის საუბარი ქვეყნის დეცენტრალიზაციაზე და თვითმმართველობის განვითარებაზე. 30 წელია — მიდის მარტო საუბარი… რა არის დეცენტრალიზაცია? ლექსიკონს თუ ჩავხედავთ, დეცენტრალიზაცია ესაა: 1. მმართველობითი სისტემა, რიდესაც ცენტრალური ხელისუფლების ზოგი ფუნქცია გადაეცემა თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს 2. ცენტრალიზაციის გაუქმება ან შესუსტება მაგრამ ასე მოსაწყენია… ამიტომ შეგვიძლია, უფრო მარტივად ავხსნათ. დეცენტრალიზაცია ესაა მისცე ადგილობრივ თვითმმართველობებს რესურსი და უფლება, რათა...
2022 წლის ბიუჯეტის ცვლილებების გადამუშავებული ვერსიაში დაზუსტებულია ფისკალური, ხოლო მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნებულია პირველი ვერსიის დონეზე, გარდა მთავრობის ვალისა,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დაზუსტებულია მთავრობის ვალი 2022 წლისათვის და იგი განისაზღვრება მშპ-ს 39.5%-ით (ნაცვლად წინა ვერსიით განსაზღვრული 39.6%-ისა). კიდევ ერთი ცვლილება, როგორც...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქართველ ღირსეულ მეფეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული სოლომონ I-ის ძეგლი, საქართველოში პირველად ტყიბულში დაიდგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე გამოცხადდა კონკურსი ძეგლის მოწყობის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე - „სოლომონ მეფე/ხრესილის ბრძოლის მთავარი გმირი“, სადაც კონკურსანტებმა საკონკურსო წინადადებები მიმდინარე წლის 14 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. "კონკურსი პირობების თანახმად, სივრცულ-მოცულობითი კომპოზიციის კონცეფცია უნდა გადმოსცემდეს მეფე სოლომონ I-ის უდიდეს მნიშვნელობას...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს. სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, პროექტის შესაბამისად, მიმდინარეობს 5,5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება არსებული ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა მიერთებები და მოედნები. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული სოფლები უსაფრთხო და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან...
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტს უკვე წარუდგინა და დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილება. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლიდან იზრდება პენსიები, პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები. ასევე იზრდება განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც. მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით იზრდება სამინისტროების, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების, დაფინანსებაც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ