დღეს ბიუროს სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილება

264

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტს უკვე წარუდგინა და დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილება.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლიდან იზრდება პენსიები, პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები. ასევე იზრდება განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც. მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით იზრდება სამინისტროების, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების, დაფინანსებაც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში და აღნიშნული მაჩვენებელი შენარჩუნებულია საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში.