დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გასაძლიერებლად – კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის ერთობლივი პროექტი

416

ავტორი: ლილე ქებაძე

“კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა” და “ამერიკის სოლიდარობის ცენტრის” ერთობლივი პროექტი – “დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გასაძლიერებლად”, რომლის დაფინანსებას უზრუნველყოფს აშშ-ის შრომის დეპარტამენტი, მიზნად ისახავს შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის სოციალური დიალოგის წახალისებას და მოქმედი შრომითი კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობას.

შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა 5 სოციალური ვიდეო-რგოლი საქართველოს შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ.

პირველი ვიდეო-რგოლი 2020 წლის შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში საქართველოს შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებს და საზოგადოებაში მათთან დაკავშირებით წარმოქმნილ კითხვებს ეხება.

იხილეთ ვრცლად:

მეორე ვიდეო-რგოლში განხილულია დასაქმებულთა და სხვა პირის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის დამსაქმებლის მიერ შესამუშავებელი რისკების შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

იხილეთ ვრცლად:

შრომის კანონმდებლობის რეფორმამ მნიშვნელოვნად გააფართოვა შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი. ამჟამად შრომის ინსპექცია უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების, არამედ შრომითი უფლებების დაცვასაც. მე-3 ვიდეო-რგოლში წარმოდგენილია თუ რა ზომების მიღება შეუძლია შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილზე შრომითი ნორმების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში.

იხილეთ ვრცლად:

სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც უბედური, ასევე საშიში შემთხვევა. მეოთხე ვიდეო-რგოლი განმარტავს თუ რა განსხვავებაა უბედურ და საშიშ შემთხვევას შორის და როგორ უნდა მოიქცეს დამსაქმებელი მათთან მიმართებით.

იხილეთ ვრცლად:

მეხუთე ვიდეო-რგოლი საქართველოს შრომითი კანონმდებლობით ორსული ქალებისთვის განსაზღვრულ სპეციალურ დაცვას ეხება და განმარტავს მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

იხილეთ ვრცლად:

შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციასა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილ  Facebook ჯგუფში „უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანია“.