ზუგდიდის მერია: მოქალაქეებისა და სასულიერო პირების თხოვნით, ცენტრალური შადრევნის დიზაინი შევცვალეთ

326

ზუგდიდის ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ შადრევანს სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დიზაინი შეუცვალეს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. როგორც უწყებაში განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული ესკიზით ის ნაკლებ ადგილს დაიკავებს და მრგვალი ფორმის იქნება, თუმცა, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ რა თანხა დაიხარჯა ობიექტის განახლებისთვის.

ცენტრალურ ხეივანში საქართველოს დროშის ფორმის შადრევანი თავდაპირველად 2008 წელს მოეწყო. თანხა მაშინ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფონდიდან გამოიყო.

მოგვიანებით, 2014 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შადრევნის დიზაინის შესაცვლელად 20 ათასი ლარი გამოყო. გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ სახელმწიფო სიმბოლიკაზე და ჯვარზე ფეხით სიარული მიუღებელი იყო.

ამასთან, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მერიაში შადრევნის ფორმის შეცვლის მოთხოვნით  მოქალაქეებისგან და ასევე სასულიერო პირებისგან ასობით წერილი იყო შესული