საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს.
სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, პროექტის შესაბამისად, მიმდინარეობს 5,5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება არსებული ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა მიერთებები და მოედნები.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული სოფლები უსაფრთხო და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების დასრულება 2023 წლის აპრილში იგეგმება.