მასწავლებელმა, რომელმაც მოსწავლეები დასაჯა, მარნეულის საკრბეულოც დატოვა

413

სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ ბავშვების მუხლებზე დაყენების ამსახველი ფოტო გავრცელდა, მარნეულის საკრებულოს წევრობის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით საკრებულოში განცხადება შეიტანა.
რახმან მუსაევი მარნეულის საკრბეულოში პარტია “ქართული ოცნების” პროპორციული სიით იყო შესული. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

როგორც მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ რახმან მუსაევმა საკუთარი დანაშაული გაიაზრა და სკოლასთან ერთად, საკრებულოც დატოვა.

“იცით, რომ მან დატოვა სკოლაში თავის თანამდებობა და დღეს მან განცხადება დაწერა საკრებულოში უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ასე რომ, ის გრძნობს იმ შეცდომას, რაც დაუშვა და თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწერა განცხადება“. – განაცხადა ამირან გიორგაძემ

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს aktual.ge-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პედაგოგმა მეოთხე კლასელი მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა. ფაქტს ეხმაურებიან მარენულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში და ამბობენ, რომ კირიხლოს სკოლაში მოხდარ ამბავს გმობენ.

მომხდარ ფაქტს სწავლობს შინაგან საქმეთა სამიისტრო. როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.