მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

442

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

აღნიშნული მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს. სარეაბილიტაციო გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას.

პროექტით გათვალისწინებულია გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა, მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობა. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

პროექტის ღირებულება 8 699 999 ლარია და მისი დასრულება 2023 წლის ივნისში იგეგმება.