დიდ დიღომში დავარის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. სამუშაოების შედეგად, 849 მეტრზე სანიაღვრე სისტემა მოეწყო და 7 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ბოლო მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება.
გასულ წელს ქუჩის ზედა მონაკვეთი მოასფალტდა, ხოლო, ამჟამად კი, ქუჩის დარჩენილი
ნაწილის მოწესრიგება სრულდება.
სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია
ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.