მარნეულის მერიის შენობის რეაბილიტაცია მიმდინაორებს

260

წინა სტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტში მერიის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ქართლი” ატარებს, პროექტის ღირებულება კი 825 900 ლარია.

პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მოსასვენებელი გამწვანებული სივრცეების შექმნა ბილიკებით, სკამებით, სანაგვე ურნებითა და გარე განათების დეკორატიული ლამპიონებით. შენობის მარცხენა ნაწილში მოეწყობა პარკინგი მუნიციპალიტეტის ვიზიტორთათვის (ადაპტირებული შშმ პირებისთვის), ხოლო, შენობის უკან განთავსდება პარკინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის. ორივე საპარკინგე სივრცე გამოიყოფა შლაგბაუმებით. ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი მოიცავს არსებული ბორდიურების, ქვაფენილის, ასფალტის საფარისა და ახალი ბილიკების მოწყობას.

პროექტი, ასევე, ითვალისწინებს მერიის შენობის ფასადის რეაბილიტაციას. ამასთან ერთად გათვალისწინებულია წყალსაწრეტი მილების და წყალშემკრები ძაბრების რეაბილიტაცია.

მერიის კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოების შესარულებლად 210 კალენდარული დღე აქვს.

აღსანიშნავია, რომ გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, მერიას, ასევე, თანხა აქვს გათვალისწინებული მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის, თუმცა, თვეებია გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა არავის მიუღია.