17-19 და 20-22 ოქტომბერს ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 17 ოქტომბრის 00:00სთ-დან 19 ოქტომბრის 00:00სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 20 ოქტომბრის 00:00სთ-დან 22 ოქტომბრის 00:00სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის...
წინა სტატია
"მინისტრები ჩამოდიან მუნიციპალიტეტში და ისე მიდიან, თითქოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა არ არსებობს", - ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად თანამშრომლობის მზაობისა, ცენტრალური ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში იგნორირებას უწევდა მუნიციპალიტეტს და არ თანამშრომლობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მუდმივად თანამშრომლობდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ის მონაწილეობდა ყველა შეხვედრაში, რაც უკავშირდებოდა ფონდებთან თანამშრომლობას, ნარჩენების გადამუშავებას, სოციალურ ამბებს, კულტურულ...
ახალციხეში, გრიგოლ ხანძთელისა და გიორგი მთაწმინდელის ქუჩებზე, კანალიზაციის, სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობის, ასევე, კორპუსის გარე ფასადის რეაბილიტაციის თხოვნით, ახალციხის მერიასა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ახალციხის ოფისმა მიმართა.
TI–ის სამოქალაქო საბჭოს ორგანიზებით, აღნიშნულ ქუჩებზე 140 ხელმოწერა შეგროვდა.
"ათეული წლებია ადგილობრივებს კანალიზაციის სუნი აწუხებთ, ასევე, სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების არ ქონის გამო ძლიერი ნალექის დროს სახლები და სარდაფები...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და წერს, რომ მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს.
"შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს.
როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს" ,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
https://www.facebook.com/zourabichvilisalome/posts/pfbid02imCbmQA5ezLXYQnmchdyYiMsCVkYv7JCZzxN4S8QPzs8vy4Xnrxt9q8P8ChcFbhsl
შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თავზარდამცემია, რომ იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე, - ასე გამოეხმაურა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ბავშვებს, რომლებიც ამჟამადაც იღებენ სამედიცინო დახმარებას.
შემზარავი და თავზარდამცემია, რომ ქალაქში, განსაკუთრებით...
წინა სტატია
"წალენჯიხის მერის დღევანდელი ბრიფინგი, ყველა წინა ბრიფინგის მსგავსად იყო მხოლოდ ზოგადი და არაფრისმთქმელი, ჩვენ კი ვართ საქმეზე ორიენტირებულები და იგივეს ვსთავაზობთ მასაც",- ამის შესახებ სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ, როცა წალენჯიხის მერი ახლა ფახულანში უნდა იყოს, სადაც დილიდან სახელმწიფო რწმუნებული იმყოფება და აგვარებდეს უგზოოდ დარჩენილი მოქალაქეების პრობლემას, გია ხარჩილავა პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, თავად...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ფეისბუქის ოფიციალური ანგარიშიდან და ვებგვერდიდან ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის დასრულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას წაშალა.
„ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გუშინდელი ფოტომასალის და ინფორმაციის აღება, რაც არის ერთგვარი პოზიცია ამ შემზარავი ფაქტის მიმართ. მთელი გულით ვუცხადებთ სამძიმარს გარდაცვლილის ოჯახს", - განმარტეს მერიაში.
შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი Facebook გვერდიდან წაშალა, თუმცა, დედაქალაქის მერიის ფეისბუქის გვერდზე ამ დრომდე დევს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე კალაძის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაასრულა სამუშაოები მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციაზე. მან, ასევე, თქვა, რომ განხორციელდა ახალი განათების სისტემის მონტაჟი,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.
როგორც მან განმარტა, ამ დრომდე შადრევანთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ ყოფილა.
„გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა...
8 სოფელში ამბულატორიების მოწყობისთვის, გორის მერია უძრავ ქონებას ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს – შესაბამისი დადგენილება დასამტკიცებლად მერიამ საკრებულოს უკვე გაუგზავნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, უძრავი ქონება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ის, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე გადავა.
"ამბულატორიების გადაცემა, სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე, დადებითად იმოქმედებს "სოფლის ექიმის" პროგრამის განხორციელებაზე. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ერთიანი მიდგომით დაიწყებს მუშაობას ამბულატორიების რეაბილიტაცია/მშენებლობისათვის, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს პირველადი...
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, 31.5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი უკვე შეიძინეს.
„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, საქართველოს მასშტაბით, 500 -ზე მეტ...
წინა სტატია
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა ბოდიში მოიხადა იმ განცხადებისთვის, რომელიც ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას ეხებოდა. როგორც დეპუტატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამოსვლისას მისივე განცხადების კომენტირებისას განმარტა, როდესაც ჟურნალისტმა კითხვით მიმართა, მას ინფორმაცია არ ჰქონდა რეკონსტრუქციის სტატუსის შესახებ და არც მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
გიორგი ამილახვარის თქმით, განცხადების გაკეთების მომენტისთვის, ის ფიქრობდა, რომ ვაკის პარკში რეკონსტრუქცია ჯერ ისევ მიმდინარეობდა.
„ალბათ, ახლა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი Facebook გვერდიდან წაშალა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ვაკის პარკში შადრევნის თითქმის 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით კომპანია "გრინსერვის+" აწარმოებდა. კომპანიას 2022 წელს მხოლოდ თბილისის მერიისგან 5 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მიღებული.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს, სადაც დღეს სამ მოზარდს დენმა დაარტყა და მათგან ერთი გარდაიცვალა,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
პოლიტიკოსები და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში დღეს დატრიალებული ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.
გადადგეს! უნდა გადადგეს! - წერს სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.
https://www.facebook.com/khatunas/posts/pfbid028yXz9xqGq5vHfootkToqqBVCoCbYWi9rDXpRdnHYbHUW6MJAQosGaoRaMnhb1gUil
"თბილისში ივანიშვილ-კალაძის ბანდამ მილიონების კეთებაში ბავშვთა სასაკლაო მოაწყვეს. ასეთი რამ მსოფლიო პრაქტიკაში არ მომხდარა. თავიაანთი ბავშვები დისნეილენდებში დაჰყავთ. ჩვენებისთვის დენის დარტყმა ემეტებათ. ნახეთ ვინ აკეთებდა ამ ე.წ პარკის კეთილმოწყობას დარწმუნებული ვარ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ამბობს, რომ უმკაცრესი რეაგირება მოხდება.
"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.
ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება", - წერს ღარიბაშვილი.
შადრევანი, რომელმაც დღეს...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას.
"ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდათ ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი, არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყვადეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც რეკონსგტრუქცია მიმდინარეობს, ბუნებრივია, შეიძლება, რაღაც ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































