8 სოფელში ამბულატორიების მოწყობისთვის გორის მერია ქონებას სამინისტროს გადასცემს

344

8 სოფელში ამბულატორიების მოწყობისთვის, გორის მერია უძრავ ქონებას ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს – შესაბამისი დადგენილება დასამტკიცებლად მერიამ საკრებულოს უკვე გაუგზავნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, უძრავი ქონება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ის, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე გადავა.

“ამბულატორიების გადაცემა, სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე, დადებითად იმოქმედებს “სოფლის ექიმის” პროგრამის განხორციელებაზე. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ერთიანი მიდგომით დაიწყებს მუშაობას ამბულატორიების რეაბილიტაცია/მშენებლობისათვის, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს პირველადი ჯანდაცვის მიწოდების ხარისხი”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დადგენილებაში, ასევე, მოცემულია იმ უძრავი ქონებების ჩამონათვალი, სადაც ამბულატორიები უნდა მოეწყოს:

  • სოფელ ატენში მდებარე 521 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.60.12.360)
  • სოფელ ბნავისში მდებარე 373 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.60.04.103)
  • სოფელ ხელთუბანში მდებარე 453 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.54.08.304);
  • სოფელ ახალდაბაში მდებარე 519 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.43.13.400);
  • სოფელ ქვახვრელში მდებარე 574 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.57.03.204);
  • სოფელ ძევერაში მდებარე 715 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.47.04.208);
  • სოფელ ტინისხიდში მდებარე 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.44.04.705);
  • სოფელ ვარიანში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 66.43.07.236.01.507.