გადადგეს კალაძე! – პოლიტიკოსების და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, თბილისის მერის გადადგომას ითხოვს

485

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პოლიტიკოსები და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში დღეს დატრიალებული ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.

გადადგეს! უნდა გადადგეს! – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.

https://www.facebook.com/khatunas/posts/pfbid028yXz9xqGq5vHfootkToqqBVCoCbYWi9rDXpRdnHYbHUW6MJAQosGaoRaMnhb1gUil

“თბილისში ივანიშვილ-კალაძის ბანდამ მილიონების კეთებაში ბავშვთა სასაკლაო მოაწყვეს. ასეთი რამ მსოფლიო პრაქტიკაში არ მომხდარა. თავიაანთი ბავშვები დისნეილენდებში დაჰყავთ. ჩვენებისთვის დენის დარტყმა ემეტებათ. ნახეთ ვინ აკეთებდა ამ ე.წ პარკის კეთილმოწყობას დარწმუნებული ვარ ქოცების ფრთის ქვეშ შეფარებული და მათი დამფინანსებელი კომპანია. კორუმპირებული,ბავშვთა სიცოცხლის ხარჯზე მილიონების მკეთბელი მერი კალაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს”, – წერს ასევე ფეისბუქში ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

https://www.facebook.com/natelashvilishalva/posts/pfbid02Y1cRPQG4WB4c7znEcoY5JVEEAjRm1u1B6WnaYnoLvoDmX7nutVr8JZYubzBpWH6Sl

კალაძის გადადგომას ითხოვენ სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტებიც.

“აიღე პასუხისმგებლობა ბავშვის სიკვდილზე და გადადექი! ზიზილ-პიპილოების პრეზენტაციას ხო იწერ საკუთარ თავზე და იყენებ არჩევნებზე! მაშინ არაა არც კომპანიის და არც კონკრეტული მუშის დამსახურება, შენია და მერიის ხომ? ტრაგედიაც თქვენი უპასუხისმგებლობის და არაკომპეტენტურობის შედეგია! გადადექი”, – წერს ნინო დანელია.

https://www.facebook.com/nino.danelia.100/posts/pfbid0GFk1YhY9LheG48MBeoCPWwUrEcVaK7NnQ69NaLvihL7eKDMHQ7suTkrVakrvkvQvl

ეს არა მხოლოდ ტრაგედია, არამედ დანაშაულია! აიღონ პასუხისმგებლობა! – წერს ასევე სოციალურ ქსელში გიორგი კლდიაშვილი, idfi-ის დირექტორი.

https://www.facebook.com/giorgi.kldiashvili.98/posts/pfbid02EVQpPaTA2WSTiCN6G8SujcjJPMbmcci1qeJGab1Nj3YXYHfXAnFRHpb3oq4A3mg3l

“13 წლის გოგო დაიღუპა ვაკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში. 13 წლის ბავშვი, რომელიც უდარდელად თამაშობდა და მშობლებსაც, ალბათ, უსაფრთხო ადგილზე ეგულებოდათ, აღარ არის. Kakha Kaladze კახა კალაძე არ არის დრო, პასუხისმგებლობა იგრძნო და გადადგე?” – წერს მანანა ვარდიაშვილი;

https://www.facebook.com/manana.vardiashvili/posts/pfbid0UrghDvLd5WJby6PoHLJ6hn3RcgiY2sLTTp8z4RULGxWmyhbhBFR5BYBixEN3BXiDl

“კალაძე, რომელმაც გუშინ, პარლამენტარებთან ერთად დიდი ტრიუმფით გახსნა ერთი ფანტანი, რომელსაც ორი წელია აწვალებენ,უნდა გადადგეს!
ვიცი, რომ გადადგომა კალაძის კორუფციულ დანაშაულებს არ უმკურნალებს, მაგრამ როცა გუშინ საზეიმოდ გახსნილი ფანტანი დღეს ბავშვს კლავს, იქ ყველაზე ცოტა, ყველაზე მინიმუმ- მოზეიმე მერი უნდა წაეთრეს!” – წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი აქტივისტი, ანანო ცინცაბაძე.

https://www.facebook.com/gaitsine/posts/pfbid0Z92fA2FE2f26RxRw2eoEUgW8WCCWRFxsJCs7Y7UoQcUNkbM5LPdo4D3zh8qN1Kz1l

“კალაძემ ამ წარმოუდგენელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.
რაც არ უნდა თქვათ, ეს მხოლოდ მისი პასუხისმგებლობაა.
ჩაიბარა? ფოტოები ზარზეიმით გამოაქვეყნა?
პასუხი აგოს ❗ მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს ხალხო.
13 წლის ბავშვები მყავს, ყველამ თქვენს თავზე წარმოიდგინეთ. ეს ამბები არ უნდა შერჩეთ”, – წერს ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02eqAquTum4NRBJLDF8JnnnyqA17voeSkURiDZfFV5Y5Vu6iwbwaKRMw2ha8rAn5H7l&id=1816651655

კახა კალაძის გადაგდომას ითხოვს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელიც”

“მომხდარ ტრაგედიაზე ყველანაირი პასუხისმგებლობა – პოლიტიკური, ადამიანური, მორალური, იურიდიული ეკისრება მერიას და პირადად კახა კალაძეს. რადგან ქალაქის მერიაა, როგორც სამუშაოების დამკვეთი, ასევე ის ორგანო, რომელმაც ჩაიბარა ობიექტი და პასუხისმგებელია შადრევნის გამართულ მუშაობაზე, ისევე როგორც რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოვითხოვთ მერი კალაძისგან, რომ არ გაექცეს პასუხისმგებლობას და დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან!” – აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა. ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ცნობისთვის, ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება მოხდება.