TI-ის ახალციხის ოფისმა ახალციხეში ხანძთელისა და მთაწმინდელის ქუჩების რეაბილიტაციის მოთხოვნით მერიას მიმართა

334

ახალციხეში, გრიგოლ ხანძთელისა და გიორგი მთაწმინდელის ქუჩებზე, კანალიზაციის, სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობის, ასევე, კორპუსის გარე ფასადის რეაბილიტაციის თხოვნით, ახალციხის მერიასა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალციხის ოფისმა მიმართა.

TI–ის სამოქალაქო საბჭოს ორგანიზებით, აღნიშნულ ქუჩებზე 140 ხელმოწერა შეგროვდა.

“ათეული წლებია ადგილობრივებს კანალიზაციის სუნი აწუხებთ, ასევე, სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების არ ქონის გამო ძლიერი ნალექის დროს სახლები და სარდაფები იტბორება. ხანძთელის N32-ში მდებარე კორპუსის დაზიანებული გარე ფასადიდან, პერიოდულად, ბათქაში ცვივა, რაც სახიფათოა.

მოვუწოდებთ ახალციხის მერიასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, განიხილონ ჩვენი მიმართვა და გადაჭრან ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 13 ოქტომბერს გაავრცელა.