სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 31,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს

298

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, 31.5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი უკვე შეიძინეს.

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, საქართველოს მასშტაბით, 500 -ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.

აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია „ლიბერთი ბანკის“ ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro

პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა (15 01) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.