თბილისის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარმოადგინა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ახვლედიანმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში, ასევე სხვა ადგილობრივ და სახელმწიფო სამსახურებში გამართული სხდომების მუშაობაში, ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობაში მის ჩართულობასა და სხვა სამუშაო პროცესებზე.
ანგარიშის თანახმად, გიორგი ახვლედიანმა სატრანსპორტო საკითხთა და სარევიზიო კომისიების სხდომებში და შესაბამისად, სხდომებზე წარმოდგენილი საკითხების...
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
საკრებულოს ინფორმაციით, შალვა ოგბაიძემ ყურადღება დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა.
ოგბაიძის თქმით, ტრანსპორტის განვითარებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 352,145.4 ათასი ლარია გამოყოფილი, მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები დაფინანსებულია 40,788.9 ათასი ლარით, ხოლო საქალაქო სამგზავრო...
წინა სტატია
ქარელის მუნიციპალიტეტის მერს საკუთარი 1-წლიანი მუშაობის შესაჯამებლად 25 წუთი დასჭირდა. მან საკუთარი ანგარიშის წარდგენა კულტურის სახლში მოაწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შეხვედრას ძირითადად მერიის, მის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერის ანგარიშის მოსასმენად, ოპოზიციონერი დეპუტატები არ მისულან.
ზაზა გულიაშვილმა ძირითადი ყურადღება განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასქტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.
საკუთარ საქმიანობაზე საუბრის შემდეგ, აუდიტორიას კითხვის დასმის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა შეხვედრა კითხვების და...
ხელთუბანში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 1 კმ-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობა.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით ხორციელდება გზის საფარის, მიერთებების, სანიაღვრე არხების, ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე გადადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მაია მამულაშვილმა განაცხადა, თითქოს კახა კალაძემ ტენდერიდან 60 მილიონი ჯიბეში ჩაიდო - უნდა მოვისმინო, რომელი მტკიცებულება გააჩნიათ. ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი წარმოუდგენიათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც „ტვ პირველისა“ და მისი ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელის არსებითი განხილვა იწყება.
როგორც დიმიტრი გაბუნია აღნიშნავს, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.
„მაია მამულაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს კახა კალაძემ ტენდერიდან...
კასპის მერიამ 2 ახალი ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ნაგავმზიდები ა(ა)იპ „კასპისკეთილმოწყობას“ გადაეცა.
„არსებული ნარჩენმზიდები სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში გადაინაცვლებს. წლის ბოლომდე დამატებით შევიძენთ 200 ერთეულ გალვანიზირებულ ნარჩენის ურნებს, შედეგად მოსახლეობის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, რომელიც გართულებული განსაკუთრებით ზაფხულის თვეებშია“, – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ კასუმლოში გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას გეგმავს. კასუმლოს გზის დაგების პროექტის მიხედვით, ამ ეტაპზე ორი მონაკვეთის დაპროექტებაა გათვალისწინებული. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„გზა-1 იწყება სოფლის ცენტრიდან და მიდის დასავლეთით ახალ აშენებული სკოლისკენ, გზის სიგრძე შეადგენს 330 გრძ/მ-ს. გზა-2 იწყება ასევე სოფლის ცენტრიდან და მიდის სამხრეთაღმოსავლეთისკენ გზის სიგრძე შეადგენს 450 გრძ/მ-ს. საპროექტო გზები წარმოადგენს შიდა სასოფლო გზებს...
ქარელის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს თავმდჯომარის მუშაობის ერთ-წლიანი ანგარიში მოიწონეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ჯუმბერ შუბითიძემ დღევანდელ სესიაზე ის სამუშაოები შეაჯამა, რომლებიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განახორციელა.
მისი ანგარიში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს შემადგენლობაში შემავალი 3 ოპოზიციური პარტიის (ენმ, ლელო, საქართველოსთვის) წევრებმაც მოისმინეს – საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-წლიანი მუშაობა, მმართველი პარტიის მსაგსვსად, მათაც მოიწონეს.
საბოლოოდ, ჯუმბერ შუბითიძემ საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა.
“მადლობას გიხდით...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი პირობას დებს, რომ მომავალ წელს ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ლაზარაშვილმა 27 ოქტომბერს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ყველა მოქალაქესთან შემიძლია პირობა დავდო, რომ 2023 წელს ახალციხეს ეყოლება ახალი ავტობუსები“, – განაცხადა ლაზარაშვილმა შეხვედრაზე.
საქალაქო ტრანსპორტთან დაკავშირებით მერს კითხვა „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელმა, ჯაბა ნათენაძემ დაუსვა. ადგილობრივები წლებია ითხოვენ, რომ ქალაქში კეთილმოწყობილმა...
კომპანია, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს თვლის, რომ ხაშურის თვითმმართველობაში კანონს არღვევენ. საუბარია კონკურენციის შესახებ კანონზე, რომლის მიხედვით, მერიამ ყველა კომპანია თანაბარ პირობებში უნდა ჩააყენოს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
კომპანია, რომელიც ხაშურის მერიას კანონის დარღვევაში ამხელს, შპს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფია. მისმა ხელმძღვანელმა საჩივრით უკვე მიმართა როგორც კონკურენციის სააგენტოს, ასევე, შესყიდვების სააგენტოს. საჩივრის მიხედვით ირკვევა, რომ ხაშურის...
ქალაქ ცხინვალში ძველი ხიდის დემონტაჟი იგეგმება. ამის გამო, მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი თქმით, აუცილებელია ქალაქის ძველი იერსახის შენარჩუნება, რისთვისაც აუცილებელია ხიდის შენარჩუნება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ცხინვალის მთავრობა თვლის, რომ ხიდზე გავლა სახიფათოა, ამიტომაც, აუცილებელია მისი დემონტაჟი და ახლის აშენება. ცხინვალელების აზრით, ხელისუფლებას შეუძლია ახალი ხიდის აშენება სხვა ადგილას, ხოლო ძველი ხიდი დარჩეს თუნდაც საფეხმავლოდ:
„ნუ მოგლეჯთ ქალაქს გულს!...
იმერეთში ევროკავშირის მხარდაჭერით 69 656 927 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტებია დაფინანსებული - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრას ქართული მხრიდან რწმუნებული პირველ მოადგილე ლევან სანიკიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით ინფორმაცია გაუზიარეს და წარმატებული პროექტების პრაქტიკაზე იმსჯელეს.
ზვიად შალამბერიძემ ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის პოლონეთის დელეგაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი როლი ამ საქმეში...
შ.პ.ს. „თბილისი ენერჯი“ სამშენებლო სამუშაოს შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. „თბილისი ენერჯის“ ცნობით, სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2022 წლის 7 ნოემბერი.
„შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.
სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა -...
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, დედაქალაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-ჩანაცვლების სამუშაოებისთვის თბილისის განვითარების ფონდიდან 132 722 ლარი დაიხარჯა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს, ამავე პერიოდში მხოლოდ ორი - გლდანისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობების ბიუჯეტიდან უშუალოდ ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთებისთვის დაახლოებით, 51 626 ლარი დაიხარჯა.
როგორც სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქალაქეები აზიანებენ საპარკე ინვენტარს, სანათებს, ატრაქციონებს, ხე-მცენარეებს, სარწყავ...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 636 ოჯახს, რომლის სარეგისტრაციო ქულა არ აღემატება 70 000-ს, საშეშე მერქნის შესაძენად 150 ლარი ჩაურიცხა.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონჭიორში წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა, რომელიც არსებულ მრავალწლიან პრობლემას აღმოფხვრის და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მიმდინარე სამუშაოებს, ინფრასტრუქტურული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„პროექტის ღირებულება 547 346 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება. წყალსადენი სისტემების მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































