კასპის მერი: შევიძინეთ 2 ნაგავმზიდი და ვაპირებთ 200 ურნის დამატებასაც

331

კასპის მერიამ 2 ახალი ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ნაგავმზიდები ა(ა)იპ „კასპისკეთილმოწყობას“ გადაეცა.

„არსებული ნარჩენმზიდები სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში გადაინაცვლებს. წლის ბოლომდე დამატებით შევიძენთ 200 ერთეულ გალვანიზირებულ ნარჩენის ურნებს, შედეგად მოსახლეობის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, რომელიც გართულებული განსაკუთრებით ზაფხულის თვეებშია“, – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.