ქალაქ ცხინვალში ძველი ხიდის დემონტაჟი იგეგმება. ამის გამო, მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი თქმით, აუცილებელია ქალაქის ძველი იერსახის შენარჩუნება, რისთვისაც აუცილებელია ხიდის შენარჩუნება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ცხინვალის მთავრობა თვლის, რომ ხიდზე გავლა სახიფათოა, ამიტომაც, აუცილებელია მისი დემონტაჟი და ახლის აშენება. ცხინვალელების აზრით, ხელისუფლებას შეუძლია ახალი ხიდის აშენება სხვა ადგილას, ხოლო ძველი ხიდი დარჩეს თუნდაც საფეხმავლოდ:
„ნუ მოგლეჯთ ქალაქს გულს! გახდი ნამდვილი სახალხო პრეზიდენტი! ნუ დაემსგავსებით თქვენს წინამორბედებს, რომლებიც ნაწილ-ნაწილ ანადგურებდნენ ჩვენს ისტორიას! თქვენ მშვენივრად იცით, რომ არის „წითელი ხაზები“, რომლებიც არასდროს არ უნდა გადაკვეთოთ. და ეს არის ზუსტად ასეთი შემთხვევა. ისტორიასთან კავშირი საბოლოოდ გაწყდება. ერთხელ და სამუდამოდ! მხარი დაუჭირეთ ხალხს, ერთად დავიწყოთ ჩვენი ულამაზესი უძველესი ცხინვალის აღორძინება. მისი აღორძინება კი მხოლოდ ძველი ხიდიდანაა შესაძლებელი! რადგან ეს არის „ძველი ცხინვალის“ კონცეფციის ბოლო დასაყრდენი. ფესვებს ვერ მოჭრი!” – მიმართავენ აქციის წევრები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ალან გაგლოევს.
ხიდი, დაახლოებით, 1910-იან წლებშია აშენებული.