ქარელის მერის 1-წლიანი ანგარიშის წარდგენამ 25 წუთში, უკომენტაროდ ჩაიარა

335

წინა სტატია

ქარელის მუნიციპალიტეტის მერს საკუთარი 1-წლიანი მუშაობის შესაჯამებლად 25 წუთი დასჭირდა. მან საკუთარი ანგარიშის წარდგენა კულტურის სახლში მოაწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

შეხვედრას ძირითადად მერიის, მის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერის ანგარიშის მოსასმენად, ოპოზიციონერი დეპუტატები არ მისულან.

ზაზა გულიაშვილმა ძირითადი ყურადღება განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასქტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.

საკუთარ საქმიანობაზე საუბრის შემდეგ, აუდიტორიას კითხვის დასმის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა შეხვედრა კითხვების და კომენტარების გარეშე დასრულდა.