ხელთუბანში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 1 კმ-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობა.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით ხორციელდება გზის საფარის, მიერთებების, სანიაღვრე არხების, ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე გადადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.