შპს „თბილისი ენერჯი“ სამშენებლო სამუშაოს შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

370

შ.პ.ს. „თბილისი ენერჯი“ სამშენებლო სამუშაოს შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. „თბილისი ენერჯის“ ცნობით, სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა – 2022 წლის 7 ნოემბერი.

„შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა – 2022 წლის 7 ნოემბერი, 17:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@te.ge“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.