ბორჯომის მერიამ საშეშე მერქნის შესაძენად 95 400 ლარის დაფინანსება გასცა

252

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 636 ოჯახს, რომლის სარეგისტრაციო ქულა არ აღემატება 70 000-ს, საშეშე მერქნის შესაძენად 150 ლარი ჩაურიცხა.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით,  ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.