ქარელის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს თავმდჯომარის მუშაობის ერთ-წლიანი ანგარიში მოიწონეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ჯუმბერ შუბითიძემ დღევანდელ სესიაზე ის სამუშაოები შეაჯამა, რომლებიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განახორციელა.
მისი ანგარიში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს შემადგენლობაში შემავალი 3 ოპოზიციური პარტიის (ენმ, ლელო, საქართველოსთვის) წევრებმაც მოისმინეს – საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-წლიანი მუშაობა, მმართველი პარტიის მსაგსვსად, მათაც მოიწონეს.
საბოლოოდ, ჯუმბერ შუბითიძემ საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა.
“მადლობას გიხდით ყველას. ერთად, ერთმანეთის დამარებით ყველაფერს გავაკეთებთ, წინ კიდევ რამდენიმე წელი გვაქვს და კიდე ბევრი გასაკეთებელი”, – თქვა შუბითიძემ.
ამავე სხდომაზე დაირკვა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები დასწრებას არ აპირებენ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის ერთ-წლიანი ანგარიშის წარდგენაზე. მათმა ნაწილმა თქვა, რომ ანგარიშის მოსმენისთვის არ მომზადებულმა.
ზაზა გულიაშვილის ერთ-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენა 13:00 საათზე იწყება.
ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 წევრიდან 10 ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელია.