დედაქალაქის საკრებულოში დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ წარმოდგენილ 9 საკითხს მხარი დაუჭირეს.
თბილისის საკრებულოს ცნობით, კერძოდ, საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის, ხოლო მომღერლისა და მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელი დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ...
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით და თბილისის მთავრობის განკარგულებით, დიღმის ტყე-პარკის 12 ათასამდე კვ.მ სარეკრეაციო სივრცე დედაქალაქს საკუთრებაში უბრუნდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, წლების განმავლობაში სარეკრეაციო სივრცეში მდებარე მიწის ნაკვეთები იყიდებოდა, თან მშენებლობის უფლებით, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.
„ეს არის სარეკრეაციო ზონა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმ უბნისთვის,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ადილობრივი თვითმმართველობა ერთ თანამშრომელს შიდა კონკურსის წესით, ხოლო სამს, ღია კონკურსისი წესით ეძებს. ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისთვის შიდა კონკურსი გამოცხადდა. სახელფასო ანაზღაურება აღნიშნულ პოზიციაზე 1870 ლარითაა განსაზღვრული.
ფუნქციები:
სამსახურში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და განცადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანების ან/და საგარანტიო წერილის პროექტების მომზადება
სამედიცინო და...
„ქართული ოცნებიდან“ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალაში“ გადასული დეპუტატები: საბა კბილაშვილი და ვლადიმერ კურტანიძე ძველ პოზიციებს დაუბრუნდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, 4 ნოემბერს ჩატარდა. კბილაშვილმა „ქართული ოცნება“ და მოადგილის პოსტი მიმდინარე წლის 11 ივლისს დატოვა, ვლადიმერ კურტანიძემ კი ოქტომბრის ბოლოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დღევანდელ სხდომას 29 დეპუტატი ესწრებოდა. აქედან თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში მონაწილეობა 26–მა მათგანმა...
ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარის, ვასო ურუშაძის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში არა თუ გაიზარდა პარკირების ადგილების რაოდენობა, არამედ 3779 ადგილით შემცირდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანტიკორუფციული მოძრაობიდან აცნობეს, ვასო ურუშაძემ ისაუბრა თბილისში არსებული პარკირების პრობლემაზე და აღნიშნა, რომ პარკირების პრობლემა, გარდა შექმნილი დისკომფორტისა, ბევრ სხვა სერიოზულ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული, რაც დედაქალაქში შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.
„დედაქალაქის მოქმედი მერი თბილისელებს ჰპირდებოდა ქალაქში 12...
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა აქცია ლოზუნგით “ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს” გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება მძღოლებსა და ექიმებს 2023 წლის იანვრიდან ხელფასის 10%-იან ზრდას შეჰპირდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ამჟამინდელი ანაზღაურება მიზერულია.
მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი ამირანაშვილის ინფორმაციით, გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, პერსონალი იძულებული იქნება უკიდურესი ზომა მიიღოს.
“მედიცინის მუშაკთა პროფესიულ კავშირს სასწრაფოში დასაქმებულმა ექიმებმა...
ახალციხის მერია 15 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. მსურველებს განაცხადის გაკეთება 9 ნოემბრამდე შეეძლება. ინფორმაცია www.hr.gov.ge–ზეა გამოქვეყნებული.
ამ ეტაპზე ვაკანტური პოზიციებია:
მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი პარაზიტოლოგი - ლაბორანტი, თანამდებობრივი სარგო – 605 ლარი;
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ურბანული დაგეგმარების საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 1 100 ლარი;
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურის საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 1 210 ლარი;
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმის...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაბა ახალდაბაში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები ბორდიურით და მოპირკეთდება ბაზალტის ქვით. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 40 000 ლარია გამოყოფილი.
საკონსულტაციო შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.
2022 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი...
მიკროავტობუსი N500 ხვალიდან N292 ავტობუსით ჩანაცვლდება. მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ცვლილება არ შეეხება უკვე არსებულ მარშრუტს. კერძოდ, N292 ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ვეკუას, ხიზანიშვილის, ვასაძის, ქერჩის, სარაჯიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით. შემდეგ, ავტობუსი მინდელის ხიდის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით იმოძრავებს.
N292 მგზავრთა მომსახურებას სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ დაასრულებს.
ოზურგეთს ისტორიული წარწერა „მამული, ენა, სარწმუნოება“ უბრუნდება.
„დღევანდელ სხდომაზე მინდა განცხადება გავაკეთო ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ოზურგეთს დავუბრუნოთ ისტორიული წარწერა: „მამული, ენა, სარწმუნოება“! ახალი ინსტალაცია აღნიშნული წარწერით, კვლავ გმირთა მოედანზე, ახალ ლოკაციაზე განთავსდება. ეს იყო ჩვენი დაპირება და მოხარული ვარ, რომ დადგა დრო, როდესაც ეს პირობაც სრულდება. მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ ინიციატივას საჯარო...
სოფელ ჯუმათში გზის მშენებლობა იწყება - ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ვასრულებთ ჩვენს მიერ მოცემულ კიდევ ერთ პირობას და ვიწყებთ ჯუმათის გზის მშენებლობის და რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს. ამ მიზნით ტენდერი იყო გამოცხადებული, უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. ჯამში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მეორე ფაზა კი...
23 სოფელში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ჯამში დაიგო 28 000 გრძივი მეტრის გზა. აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა, - ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის მიერ მარნეულის მერის ფუნქცია-მოვალეობების შესრულების დაწყებიდან ერთი წლის თავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
კენან ომაროვის განცხადებით, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ ბევრი ახალი წამოწყებაა.
„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც...
გორში 9 აპრილის მემორიალზე კომპოზიციის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. მერიამ სამუშაოებისთვის 103 000 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით, სამეფო ქუჩაზე მდებარე სკვერში, სადაც მემორიალია განთავსებული, ეროვნული დროშის ფერებში შესრულებული კომპოზიცია მოეწყობა.
“არსებული მემორიალი მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის, სამი თანაბარი თაღის ერთობლიობას წარმოადგენს. ბეტონის აღნიშნული ფორმები ხასიათდება მასიურობით, შეღებილია თეთრად. ჩვენი პროექტი აღნიშნული თაღების გაგრძელებაა, რომელსაც თავის მხრივ მიზნად აქვს დასახული რიტმულობის შემოტანა მთლიან სურათში,...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური მიმდინარე წელს 22 სოციალურ პროგრამას უწევს ადმინისტრირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 4 405 000 ლარია, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი (1 ნოემბრის მდგომარეობით) 3 490 552 ლარს (78%) შეადგენს.
„ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური მიმდინარე წელს 22 სოციალურ პროგრამას უწევს ადმინისტრირებას,...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოქტომბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით +125.9%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 63.7%-ით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურისტული ვიზიტების აღდგენის კუთხით პოზიტიური ტენდენციაა ოქტომბერშიც.
„2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 344,595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქქეისთან ერთად, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა ოფიციალურად გახსნა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი, 5-წლიანი პროგრამა, რომლის საერთო ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია, არანაკლებ 22 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
უწყების ცნობით, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, ასევე,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































