დაბა ახალდაბაში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

327

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაბა ახალდაბაში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები ბორდიურით და მოპირკეთდება ბაზალტის ქვით. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 40 000 ლარია გამოყოფილი.

საკონსულტაციო შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.

2022 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ თანხას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 436 000 ლარის ოდენობით დაემატება. ჯამში სოფლებში შერჩეული პროექტების განხორციელებაზე 872 000 ლარი დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.