ოზურგეთის მერი: სოფელ ჯუმათში გზის მშენებლობა იწყება

356

სოფელ ჯუმათში გზის მშენებლობა იწყება – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა,  ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ვასრულებთ ჩვენს მიერ მოცემულ კიდევ ერთ პირობას და ვიწყებთ ჯუმათის გზის მშენებლობის და რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს. ამ მიზნით ტენდერი იყო გამოცხადებული, უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. ჯამში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მეორე ფაზა კი მომავალ წელს არის დაგეგმილი და მისი დასრულების შედეგად, იქნება კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ჯუმათის უძველეს მონასტრამდე მივა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელზეც ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ვსაუბრობდით. ამ გზის რეაბილიტაციით, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება, რაც ხელს შეუწყობს მობილობის გაუმჯობესებას, მუნიციპალიტეტის ამ ისტორიული ადგილის განვითარებას და მეტი ტურისტის მოზიდვასაც“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.