ახალციხის მერიამ რამდენიმე პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა

370

ახალციხის მერია 15 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. მსურველებს განაცხადის გაკეთება 9 ნოემბრამდე შეეძლება. ინფორმაცია www.hr.gov.ge–ზეა გამოქვეყნებული.

ამ ეტაპზე ვაკანტური პოზიციებია:

  1. მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი პარაზიტოლოგი – ლაბორანტი, თანამდებობრივი სარგო – 605 ლარი;
  2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ურბანული დაგეგმარების საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 1 100 ლარი;
  3. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურის საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 1 210 ლარი;
  4. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 1 210 ლარი;
  5. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 1 210 ლარი, შიდა კონკურსი;
  6. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სტატისტიკისა და ანალიტიკის საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 1 210 ლარი, შიდა კონკურსი;
  7. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი განათლებისა და სპორტული პროგრამების საკითხებში,  თანამდებობრივი სარგო – 1 210 ლარი, შიდა კონკურსი;
  8. მეორადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განყოფილების ხელმძღვანელი, თანამდებობრივი სარგო – 1 540 ლარი, შიდა კონკურსი;
  9. მეორადი სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი, თანამდებობრივი სარგო – 1 540 ლარი;
  10. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 1 100 ლარი;
  11. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების ზედამხედველობის საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 770 ლარი;
  12. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 1 100 ლარი;
  13. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მუნიციპალური ინსპექციის საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 990 ლარი;
  14. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მუნიციპალური ინსპექციის საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 770 ლარი;
  15. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში, თანამდებობრივი სარგო – 1 100 ლარი;
  16. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი, თანამდებობრივი სარგო – 2 200 ლარი;