მარნეულის მერიამ 4 პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა

299

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ადილობრივი თვითმმართველობა ერთ თანამშრომელს შიდა კონკურსის წესით, ხოლო სამს, ღია კონკურსისი წესით ეძებს. ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისთვის შიდა კონკურსი გამოცხადდა. სახელფასო ანაზღაურება აღნიშნულ პოზიციაზე 1870 ლარითაა განსაზღვრული.

ფუნქციები:

  • სამსახურში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და განცადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანების ან/და საგარანტიო წერილის პროექტების მომზადება
  • სამედიცინო და სააფთიაქო დაწესებულებებთან მიღება-ჩაბარების და ურთიერთშედარების აქტების პროექტების მომზადება და მათი დამოწმების საფუძველზე ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება
  • ხელმძღვანელის წერილობითი დავალების საფუძველზე შესაბამის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება
  • წლიური ანგარიშის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა
  • უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავავლებების შესრულება.

ღია კონკურსისი წესით გამოცხადებული ვაკანტური პოზიციები მერიაში:

  1. ჯანმრთელობის,სოციალური დაცვის,ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, ანაზღაურება – 1540 ლარი
  2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი , ანაზღაურება – 1540 ლარი
  3. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, ანაზღაურება – 1540 ლარი

ოთხივე პოზიციაზე ამ ეტაპზე მერიაში 17 განაცხადია გაკეთებული. განცხადების შეტანის ბოლო ვადად 6 ნოემბერია განსაზღვრული.  კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.