ოზურგეთს ისტორიული წარწერა „მამული, ენა, სარწმუნოება“ უბრუნდება.
„დღევანდელ სხდომაზე მინდა განცხადება გავაკეთო ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ოზურგეთს დავუბრუნოთ ისტორიული წარწერა: „მამული, ენა, სარწმუნოება“! ახალი ინსტალაცია აღნიშნული წარწერით, კვლავ გმირთა მოედანზე, ახალ ლოკაციაზე განთავსდება. ეს იყო ჩვენი დაპირება და მოხარული ვარ, რომ დადგა დრო, როდესაც ეს პირობაც სრულდება. მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ ინიციატივას საჯარო მხარდაჭერა პეტიციით გამოუცხადეს,“- ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე ისაუბრა.