გარდაბნის მერია ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

372

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური მიმდინარე წელს 22 სოციალურ პროგრამას უწევს ადმინისტრირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 4 405 000 ლარია, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი (1 ნოემბრის მდგომარეობით) 3 490 552 ლარს (78%) შეადგენს.

„ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური მიმდინარე წელს 22 სოციალურ პროგრამას უწევს ადმინისტრირებას, მათ შორის: ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა“, „სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა“, „ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა”, „მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა“, „დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა”, „დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა“, „უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა“, „ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა“, „უხუცეს პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“, „სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა“, „სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“, „სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა“, „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა“, „მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა“, „სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა“, „სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა“, „მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა”, „ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“, „ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა“, „სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა“, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“. 2022 წლის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 4 405 000 ლარია, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი (1 ნოემბრის მდგომარეობით) 3 490 552 ლარს (78%) შეადგენს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამებით სარგებლობა შეუძლია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N17 დადგენილებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.