ხვალიდან N500 მიკროავტობუსს N292 ავტობუსი ჩაანაცვლებს

404

მიკროავტობუსი N500 ხვალიდან N292 ავტობუსით ჩანაცვლდება. მარშრუტზე „ისუზუ მარკის ავტობუსი იმოძრავებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცვლილება არ შეეხება უკვე არსებულ მარშრუტს. კერძოდ, N292 ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ვეკუას, ხიზანიშვილის, ვასაძის, ქერჩის, სარაჯიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით. შემდეგ, ავტობუსი მინდელის ხიდის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით იმოძრავებს.

N292 მგზავრთა მომსახურებას სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ დაასრულებს.