ჩვენ გვექნება პერსონალური კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან და ამის საფუძველზე გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოებში საბოლოო ჯამში მოახერხებს სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის მტკივნეულია, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობის ფორმირებას ახერხებს.
„რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა უმრავლესობა არჩევნების შემდეგ, თუმცა 2 შემთხვევაში - კერძოდ, მარტვილში და შემდგომ უკვე დმანისში მოვახერხეთ „ქართული ოცნების“...
ლაგოდეხში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. სათათბირო ორგანოს წევრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები არიან.
დღეს გამართულ პირველ სხდომაზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, საბჭოს წევრებს, საკრებულოზე განსახილველად წარსადგენი 2022 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი გააცნო.
“სათათბირო ორგანო შეიქმნა კონკრეტული მიზნებით და არა მხოლოდ კანონით დადგენილი ვალდებულებით. მრჩეველთა საბჭოს ექნება ყველა პირობა იმისთვის, რომ იყოს ქმედითი, შედეგიანი და ეფექტური. დღეს გავაცანით მომავალი წლის ბიუჯეტი...
ქალაქ მარნეულიში გიორგაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა აქვს. ირადა მაჰმუდოვა წლებია აღნიშნულ ქუჩაზე მესამე ა კორპუსში ცხოვრობს, გვიყვება რომ კანალიზაციის წყალი სარდაფებში ჩადის და ამით სხვა ყველაფერთან ერთად ბინის საძირკველიც ზიანდება, მაჰმუდოვა ცოტახნის წინ იძულებული გახდა საკუთარი ხარჯებით ეზოს ნაწილი მოეხრეშა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
,,ამ უბანში წლებია კანალიზაციის პრობლემაა, ეზოც ტალახდება, ცოტახნის წინ მეუღლე გარდამეცვალა, სამძიმარზე მოსულ...
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ, დეპუტატი, რომლის წარმომადგენლობითი ორგანოდან გასვლის გამო კვორუმი ვერ იკრიბებოდა, უკან დააბრუნა.
ბექა მახარაძემ, რომელმაც დეპუტატის მანდატი პირველივე სხდომის შემდეგ დატოვა, განაცხადა, რომ საკრებულოს წევრობაზე უარს აღარ ამბობს. ასე უპასუხა მმართველმა გუნდმა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც თვითმმართველობის შენობაში მივიდნენ, მაგრამ სხდომაზე არ შევიდნენ და პროცესის ჩაშლას ასე შეეცადნენ.
უმრავლესობა მომხდარს უპასუხისმგებლობას უწოდებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს პროცედურული ომია.
ოპოზიციონერი დეპუტატების...
ველოსიპედით გადაადგილების სტრატეგიის დოკუმენტის მიხედვით, რუსთავში ველობილიკები ქალაქის შემოსასვლელიდან მეტალურგიის მიმართულებით და ცენტრალურ პარკში უნდა მოეწყოს. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
რეკრეაციულ სივრცეში ველობილიკების მოწყობის პროექტი მე-6 მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა.
ამირან ჯანჯღავას ინფორმაციით, ველოსტრატეგიის დოკუმენტი მიზნად ისახავს, რუსთავში ველო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივად გამართვას.
მისივე თქმით, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გერმანელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. დოკუმენტი სწორედ მათი რეკომენდაციებით მომზადდა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ევროპის საბჭოს სტრასბურგის ოფისის პროგრამის უფროს მრჩეველს, კორნელია პერლეს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ადგილობრივ დონეზე, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების...
დმანისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, რამაზანოვი მერიაში პოლიციამ დღეს ჩუმად შეიყვანა და მისი ახალი თანამდებობაც მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამართლების მცდელობაა:
"რამიზ რამაზანოვი ჩვენი ინფორმაციით, გამთენიისას მერიის შენობაში, უკანა შესასვლელიდან პოლიციამ შეიყვანა. ეს გადაწყვეტილება რომ ფორმალურად დანიშნეს, თუ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ამით უნდათ, რომ გაამართლონ ის ქმედება, ზეწოლა და ამ ადამიანის გაუბედურება, თითქოს თავისი ნებით დათანხმდა", - ამბობს ლევან...
წინა სტატია
რამიზ რამაზანოვმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ის ისევ უარყოფს ზოწოლასა და მუქარას და ამბობს, რმ გადაწყვეტილება "დმანისის პოლიტიკურ ჩიხიდან გამოსასვლელად მიიღო". მისივე თქმით, 2 დღის განმავლობაში "სამშობლოში, საქართველოში, ახლობლებთან იყო". ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
რამაზანოვი დღეს დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარედ კი როგორც მოსალოდნელი იყო "ოცნების" კანდიდატი:
"დმანისელებს მივულოცავ დღევანდელ დღეს. ვინაიდან დღეს დაფიქსირდა მათი ხმა დმანისის საკრებულოში. რამიზისთვის...
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი, პროცესის გაჭიანურებისა და იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც ამ დრომდე დამკვეთ უწყებასა და შემსრულებელ კომპანიას შორის გამოიკვეთა.ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე (ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზა) ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი 2016 წლის 27 ოქტომბერს...
ქუთაისის მერია ცენტრალურ მოედანზე გასამართი საახალწლო გალა-კონცერტისთვის სცენით და საჭირო აპარატურით მომსახურებისთვის ელექტრონულ ტენდერს (NAT210023835) აცხადებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 21 610 ლარის დახარჯვას გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა-კონცერტისთვის სცენით, მხატვრული განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურების გაწევა.
დოკუმენტის მიხედვით, კონცერტის ხანგრძლივობა არანაკლებ 240 წუთი (4 საათი) უნდა...
“მგზავრობის საფასურზე შეღავათების დაწესება ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ეს თქვენი, საკრებულოს მოვალეობაა”, – ასე უპასუხა ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოს ხსდომაზე დასმულ შეკითხვას, იგეგმება თუ არა სოციალური შეღავათების დაწესება მოქალაქეებისთვის. ამ თემაზე რადიო მოზაიკა წერს.
ჯირკველიშვილს მგზავრობის საფასურის საშეღავათო პროგრამაზე კითხვა პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა, მამუკა ფანიაშვილმა დაუსვა. მისი აზრით, მოსახლოების ის ნაწილი, რომელიც იმსახურებს მუნიციპალიტეტის მხრიდან გარკვეულ სოციალურ შეღავათებს,...
წინა სტატია
ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა მახარაძემ, რომელმაც საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა, საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ მმართველი გუნდის შემადგენლობაში დარჩა.
ქუთაისის საკრებულომ დღეს უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის დავით აბულაძის მოთხოვნა განიხილა და მას უფლებამოსილება შეუჩერა.
სხდომას ოპოზიცია არ დაესწრო. ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო დაგვიანებით დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ფრაქცია შექმნა. ფრაქციის თავმჯდომარე თეიმურაზ ბასილაიაა. მას ერთი მოადგილე, კახაბერ ჩანგელია ეყოლება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
საკრებულოში ენმ-ის გარდა, ფრაქცია მმართველმა პარტიამაც შექმნა პირველ სხდომაზე. მისი თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიაა, რომელსაც 6 მოადგილე ჰყავს.
ფრაქცია აქვთ პარტია "საქართველოსთვის" წევრებსაც. ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ფარულავაა, მოადგილე კი მალხაზ თორია.
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", გიორგი ფიფიამ დატოვა საკრებულოს წევრის მანდატი. მან უკვე მიმართა წარმომადგენლობით ორგანოს შესაბამისი განცხადებით, სადაც ითხოვს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ამის შესახებ საკრებულოს წევრებს ინფორმაცია, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ მიაწოდა.
ვინ შეცვლის გიორგი ფიფიას წარმომადგენლობით ორგანოში, ჯერ უცნობია. საკრებულოს წევრმა ენმ-დან, თეიმურაზ ბასილაიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია...
ქუთაისის ახალარჩეული საკრებულო სხდომის გასახსნელად დეპუტატების საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
კვორუმის არარსებობის გამო, თავმჯდომარე 2 საათზე ჩანიშნულ სხდომას ვერ ატარებს. სხდომის დასაწყებად 18 დეპუტატია საჭირო, "ქართულ ოცნებას" კი მხოლოდ 17 წევრი ჰყავს, რადგან მმართველი პარტიის ერთმა დეპუტატმა ბექა მახარაძემ მანდატზე უარი თქვა, მისი შემცვლელის ჯემალ ბიბიჩაძის უფლებამოსილების ცნობა კი დღევანდელ სხდომაზე იგეგმებოდა.
შექმნილი ვითარებით ისარგებლა ოპოზიციამ...
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამეგრელო ზემო-სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მასშტაბური პროექტის განხორციელებით, სენაკს, განახლებული, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატება.
პროექტს, რომლის ღირებულება 3 000 000 ლარს შეადგენს, შპს ,,დაგი’’ ახორციელებს.
„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!





































